ფეხბურთი

3:28 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” მოქმედი ჩემპიონი დაჯაბნა

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსწინა ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ბარსელონამ” ლა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპიძლა და უქულოდ გაუშვა შინ.

ესპანურ პრესაში მთელი კვირის განმალობაში იწერებოდა, რომ “ატლეტიკოსთან” წარუმატებლობის შემთხვევაში ლუის ენრიკე მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა. კატალონიელები მოედანზე ძალიან მოტივირებულნი გავიდნენ და თავიდანვე მაქსიმალურად მიაწვდნენ მეტოქეს. სტუმართა დაცვას ჩვეული დამაჯერებლობა აკლდა, რაც შესაძლოა ჟოაო მირანდასა და გილერმე სიკეირას არ ყოფნით აიხსნას. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, მე-12 წუთზე სუარესის გადაცემის ჩაჭრას ხუანფრანი ცდილობდა, თუმცა ბურთს ფეხი ააცილა და ნეიმარს გაუსწორა დასარტყემლად, რომელმაც მოიას დაასწრო და “ბარსა” დააწინაურა. მადრიდელები თავიანთ თავს არ გავდნენ, ხოლო მასპინძლები შეტევებს განაგრძობდნენ. სტუმრებმა საპასუხოდ ხისტ თამაშს უმატეს და ერთ-ერთი ეპიზოდის შემდეგ, ნეიმარი კინაღამ შესაცვლელი გახდა. ბრაზილიელს კოჭიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა. “ბლაუგრანამ” მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა, ლიონელ მესიმ შესანიშნავად ითამაშა და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლუის სუარესს გადააწოდა ბურთი, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. უნდა ითქვას, რომ მესიმ ბურთი ხელით გაიჩერა და მალენკოს ჯარიმის დაფიქსირება შეეძლო.

მეორე ნახევარი “ატლეტიკომ” შედარებით უკეთესად დაიწყო, რაც მალევე აისახა შედეგში. 57-ე წუთზე უნდიანო მალენკომ მორიგი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მესის მიერ ხესუს გამესის წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც მარიო მანძუკიჩმა აქცია გოლად. ამის შემდეგ დიეგო სიმეონემ ცვლილებებს მიმართა და მოედანზე ფერნანდო ტორესი, რაულ გარსია და გილერმე სიკეირა შეუშვა. სტუმრებმა რამდენჯერმე სახიფათო შეუტიეს, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს – რაკიტიჩის ჩაწოდებულს ხეირიანად ვერ დახვდა რაულ გარსია, რომლის ფეხიდანაც ბურთი კარის სიახლოვეს მყოფ ლიონელ მესის მიუვიდა და არგენტინელმა მოია მესამედ დაამწუხრა – 3:1. “ბარსელონამ” 41 ქულა დააგროვა და “ატლეტიკოს” 3 ქულით გაასწრო, ხოლო “რეალს” 1 ქულით ჩამორჩება. “ბლანკოსს” სხვებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მე-4 ადგილი დაიბრუნა “სევილიამ”, რომელიც გასვლაზე “ალმერიას” გაუსწორდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ხულიანი იბორამ და კოკემ დაამწუხრეს – 0:2.

ლა ლიგაში 14 მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა “გრანადას” და ანდალუსიურმა კლუბმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. დიდი შანსია, რომ გამოცდილ სპეციალისტს ხოაკინ კაპაროსს ხვალ “ლოს კარმენესის” დატოვება მოუწიოს. მისმა გუნდმა “სოსიედადთან” გამართული საშინაო შეხვედრის პირველი ნახევარი კარლოს ველას პენალტით წააგო, თუმცა ფრან რიკომ შეხვედრის ბოლოს ასევე 11-მეტრიანიდან გაათანაბრა და შესაძლოა, კაპაროსს ცოტა ხნით შეუნარჩუნა პოსტი.

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კიდევ ერთხელ შერცხვა “ბილბაო”, რომელმაც ლა ლიგის კიდევ ერთ აუტსაიდერთან წააგო შინ. ბასკებმა იმდენი მოახერხეს, რომ პირველ წრეში გასავარდნ ზონაში მყოფ სამივე კლუბთან წააგეს “სან მამესზე”. ბასკეთიდან სამი ქულის წაღება ამჯერად “ელჩემ” მოახერხა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯონათასს, რომელმაც ორჯერ გაატანინა გუნდელებს. შეხვედრის ბოლოს მიკელ სან ხოსემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მეტის გაკეთება “ბილბაომ” ვეღარ მოახერხა – 1:2.

ალმერია – სევილია 0:2 (0:0)


ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ველესი, დუბარბიერი, ტეიე (ფ.სორიანო 63), ვერზა, ველიგტონ სილვა (ესპინოსა 73), კორონა, მენდეში (დანგდა 81), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

სევილია (4-2-3-1):
ბეტო, პარეხა (კოკე 46), არიბასი, ფ.ნავარო, ვიდალი, იბორა, კარისო, ვიტოლო (დეულოფეუ 82), ბანეგა, რეიესი, ბაკა (გამეირო 75).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 იბორა (58), 0:2 კოკე (63).
გაფრთხილებები: ტეიე, ტრახილიო – ვიდალი, პარეხა
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19(6)-12(6), ჯარიმა: 16-12, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 4-4, სეივი: 4-6

ბილბაო – ელჩე 1:2 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1):
ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, ირაოლა, იტურასპე (სან ხოსე 66), მ.რიკო, დე მარკოსი (ვიგუერა 54), მუნიაინი (ტოკერო 54), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ელჩე (4-4-2): ტიტონი, როკო, ლომბანი, სისმა, დ.სუარესი, ა.ნიგუეზი (კორო 70), ა.გონსალესი, პასალიჩი, ვ.როდრიგესი (კ.ერერა 84), ფაჟრი, ჯონათასი (პელეგრინი 93).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ვ.როდრიგესი (17), 0:2 ფაჟრი (53), 1:2 სან ხოსე (73).
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, ტოკერო – ლომბანი, ა.ნიგუეზი, დ.სუარესი, ვ.როდრიგესი, სისმა, ა.გონსალესი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13(3)-8(5), ჯარიმა: 7-15, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-2

გრანადა – სოსიედადი 1:1 (0:1)

გრანადა, “ნუევოს ლოს კარმენესი”

გრანადა (4-3-3): ოლაზაბალი, მაინცი, ბაბინი, ნიომი, ფოლქიერი (რიკი 46), იტურა, ხ.მარკესი (პიტი 89), ფ.რიკო, ელ არაბი (ისააკი 57), სისოკო, ბანგურა.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, დე ლა ბელა, კ.მარტინესი, ელუსტონდო, პარდო, პრიეტო, კანალესი (ბერჩიჩი 91), ჩ.კასტრო (ფინბოგასონი 69), ველა (აგირეჩე 93).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 ველა (36 პენ.), 1:1 ფ.რიკო (79 პენ.).
გაფრთხილებები: ელ არაბი, ბაბინი – ველა, კ.მარტინესი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 20(3)-10(5), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 4-5, სეივი: 4-2

ბარსელონა – ატლეტიკო 3:1 (2:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალბა, ალვეში, რაკიტიჩი (რაფინია 89), ბუსკეტსი, ინიესტა, ნეიმარი, მესი, სუარესი (პედრო 91).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, ხ.ხიმენესი, ხუანფრანი, გამესი (სიკეირა 83), ტიაგო, გაბი (ფ.ტორესი 68), თურანი, კოკე, გრიზმანი (რ.გარსია 74), მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ნეიმარი (12), 2:0 მესი (35), 2:1 მანძუკიჩი (57 პენ.), 3:1 მესი (87).
გაფრთხილებები: მასკერანო, სუარესი, მესი – გამესი, მანძუკიჩი, ხუანფრანი, ტიაგო, გრიზმანი, გოდინი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 17(7)-5(3), ჯარიმა: 16-18, კუთხური: 1-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-4

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 12. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099029