ფეხბურთი

23:25 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი შესაძლოა რუმინულ “ვასლუიში”'გადავიდეს

რუმინული Prosport-ის ცნობით, 25 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი შესაძლოა "ვასლუიში" გადავიდეს. ეს კლუბი ბოლო წლებში რუმინეთში მუდმივად ლიდერთა ჯგუფში იყო, ევროტურნირებზეც გამოდიოდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. ამ სეზონში "ვასლუის" 5 ტურში 7 ქულა აქვს.

ალავერდაშვილმა შარშან და წლეულს სახელი ლიტვაში დაიგდო, სადაც 30 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ამჟამად ის თავისუფალი აგენტია. 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10183