ჭიდაობა

20:29 | 5.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში სამ-სამი გუნდით

8-10 ივლისს ბაქო "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ პრესტიჟულ ტურნირში, რუსულ და ქართულ “ოქროს დიდ პრიზებში” წარმატებულად მოჭიდავე სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ორივე სტილში გაფართოებული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, რაც ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტურნირებზე მასპინძელთა შედეგიანმა გამოსვლამ განაპირობა.
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებთა თავკაცები - ბეგი დარჩია და ზაზა თურმანიძე ბაქოს ხალიჩაზე თითო წონით კატეგორიაში სამ მოჭიდავეს გაიყვანენ. წინასწარი ქართული განაცხადები თბილისური ტურნირის დასრულების შემდეგ კი შეივსო, მაგრამ ამ დღეებში მწვრთნელები შემადგენლობაში მცირე კორექტივებს მაინც შეიტანენ. ცვლილებებს ძირითადად ტაქტიკური გადაწყვეტილები განაპირობებს.
აქვე იმ მოჭიდავეთა სია, რომელთაც “ოქროს დიდი პრიზის” ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს:
ბერძნულ-რომაული: ლაშა გოგიტაძე, ზურაბ მაჭარაშვილი, გენადი ქუთათელაძე, (სამივე 55 კგ), ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე, სულხან წულუკიძე (60 კგ), მარად აბულაძე, მუხრან მაჭუტაძე, ლაშა ლოლაშვილი (66 კგ), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, გიორგი ცირეკიძე (74 კგ), რევაზ ნადარეიშვილი, მათე სოფაძე, დავით ჩაკვეტაძე (84 კგ), ირაკლი ქაჯაია, იაკობ ქაჯაია, ვასილ იმერლიშვილი (96 კგ), დიმიტრი ჯავახიშვილი, სერგო გოგისვანიძე, რამინ შაქარიშვილი (120 კგ).
თავისუფალი: გიორგი ედიშერაშვილი, გივი დავიდოვი, ტრისტან ჩირგაძე (55 კგ), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (60 კგ), შალვა მუზიაშვილი, კობა კაკალაძე, გიორგი ცუცქირიძე (66 კგ), გოჩა ლომთათიძე, გიორგი მარსაგიშვილი, რევაზ ივანიშვილი (74 კგ), აჩიკო ქიტიაშვილი, ბექა ჭელიძე, ირაკლი მარსაგიშვილი (84 კგ), ლევან სეთურიძე, დავით ქერაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე (120 კგ).
ბაქოს “ოქროს დიდ პრიზს 8 ივლისს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან და შვიდივე წონით კატეგორიაში იმავე დღეს გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს. 9-ში ხალიჩა ქალებს დაეთმობათ, წერტილს კი 10-ში კლასიკოსები დასვამენ. ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად ფულად ჯილდოს, 10 ათას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორებს 5 ათასი ერგებათ, ხოლო ბრინჯაოსნებს – 2 ათასი.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.098553