ფეხბურთი

12:33 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფა 24 თებერვალს დაბრუნდება

ინგლისური “ნიუკასლის” ტრავმირებული ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა მოედანზე გასვლას 24 თებერვალს შეძლებს. ამის შესახებ “კაჭკაჭების” თავკაცმა ალან პარდიუმ განუცხადა Sky Sports-ს.
“ერთ ფლანგზე გუფრანი, მეორეზე – ბენ არფა, ცენტრში კი, სისე. ვფიქრობ, შეტევის ხაზის ასეთი განლაგება ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ბენ არფას გამოყენება უკვე ძალიან მალე შეგვეძლება. ფრანგი “საუთჰემპტონთან” 24 თებერვალს გასამართ მატჩში დაგვიბრუნდება. სულ მალე, ბენ არფა სრულფასოვან ვარჯიშს დაიწყებს”, - განაცხადა პარდიუმ.
შეგახსენებთ, რომ ბენ არფა მუხლქვეშა მყესების ტრავმას მკურნალობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169383