ფეხბურთი

17:32 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაგელიშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაშია

დავით ჩაგელიშვილი კარიერას ყაზახეთის პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბ პეტროპავლოვსკის “კიზილ-ჟარში” აგრძელებს.

განვლილ სეზონში ჩაგელიშვილი “ორდაბასიში” თამაშობდა, სადაც ჩემპიონატის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ახალმა თავკაცმა ვიქტორ პასულკომ ჯერ სასტარტოდან “ამოაგდო”, შემდეგ 18-კაციან განაცხადშიც აღარ შეჰყავდა.

სეზონის დამთავრების მერე, ჩაგელიშვილმა “ორდაბასი” დატოვა და “კიზილ-ჟარს” მიაშურა, რომლის შემადგენლობაში ჯერჯერობით ორი გოლი გაიტანა.


0.094347