ჭიდაობა

20:56 | 26.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

დიღომში თავისუფლების დღეები იწყება

27-28 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, სეზონის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას ნაკრების თითქმის ყველა წევრი მიიღებს, ოღონდ რამდენიმე მათგანი ერთი წონითი კატეგორიით მაღლა გამოვა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან, ხოლო მეორე დღეს – 60, 74 და 96 კილოგრამებში.
ხვალ წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12.00 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი 18.00 საათისთვის იგეგმება, მაგრამ შესაძლოა სამეულები უფრო ადრეც დალაგდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარი შეხვედრები სწრაფად ჩამთავრდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.096114