შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი ჯილოან ჰამადი ახლახან დათანხმდა ,,ჰოფენჰაიმის’’ წინადადებას და როგორც უკვე გაცნობეთ, გერმანულ კლუბს იანვარში შეუერთდება. ,,ფუტბოლსკანალენისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ჯილოანმა “ჰოფენჰაიმის’’ შესახებ ისაუბრა და ასევე შეეხო იმ კლუბებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მისი გადაბირებით:
“ვიდრე ,,ჰოფენჰაიმთან’’ მოლაპარაკებებს დავიწყებდი, გერმანული კლუბის ხელმძღვანელები მაკვირდებოდნენ, მოიხიბლნენ ჩემი თამაშით და შემდეგ მოლაპარაკებებიც დაიწყო. კლუბის მწვრთნელისა და სპორტული დირექტორისგან უდიდეს ნდობას ვგრძნობ. მჯერა გავამართლებ მათ იმედებს...
“ჩემით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნიდან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი რუსეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ინგლისის გუნდებთან, მათ შორის იყვნენ ,,ვესტ ჰემი’’ და ,,სანდერლენდი’’, თუმცა, როცა ჩვენთან მოვიდა ,,ჰოფენჰაიმის’’ სპორტული დირექტორი, მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, ჩემმა აგენტებმა ნენადმა და ფერჰატმა არაჩვეულებრივად შეასრულეს სამუშაო.
,,გერმანული კლუბი 4-2-3-1 ფორმაციით თამაშობს, რაც მოითხოვს სწრაფი ფეხბურთელების აუცილებლობას. ვფიქრობ, სისწრაფე ჩემი ერთ-ერთი დადებითი მხარეა და შემიძლია გამოვადგე გუნდს.
,,ჩემს მიზანს ზაფხულამდე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება წარმოადგენს, იმედი მაქვს მოვახერხებ ამის გაკეთებას.’’
შეგახსენებთ, ჯილოან ჰამადი გერმანულ კლუბში შვედური ,,მალმიოდან’’ გადაბარგდა.
დიმიტრი შარიქაძე