ჭადრაკი

23:08 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მორიგი გამარჯვება

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (Tata Steel Challengers) სათავეში კვლავაც ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2710) უდგას, რომელმაც ხუთ ტურში 4.5 ქულის მოგროვება მოახერხა.

ქართველი მოჭადრაკე გასულ ტურში ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე პოლონელ რადეკ ვოიტაშეკს (2711) დაუპირისპირდა და შავი ფიგურებით უკვე 27-ე სვლაზე დაამარცხა.

როგორც აღვნიშნეთ, ჯობავამ თავი 4.5 ქულას მოუყარა და უახლოეს მდევრებს – ხორვატ ივან სარიჩს (2637) და სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2566) 0.5 ქულით უსწრებს.

ცამეტ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში, რომელიც 17 იანვარს შედგება, ბაადური თეთრებით სწორედ მუზიჩუკს დაუპირისპირდება.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.180662