მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტრავმით ითამაშა და ტურნირის შარშანდელმა ჩემპიონმა წლეულს ასპარეზობა ფინალამდე ერთი ნაბიჯით ადრე დაასრულა. საინფორმაციო სააგენტო AP-ის კორესპონდენტს “ნოლემ” განუცხადა, რომ ჯერჯერობით კორტზე დაბრუნების ზუსტი თარიღი არ იცის.
“უმთავრესი ისაა, რომ ოპერაციის ჩატარება არ მომიწევს. სერიოზული დაზიანება არ მაქვს. უბრალოდ, ექიმების საბოლოო სიტყვას ველოდები და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაც მაშინ დადგინდება. ცოტას დავისვენებ და თამაშს მხოლოდ მას შემდეგ განვაახლებ, როდესაც საბრძოლველად 100 პროცენტით მზად ვიქნები”, - ამბობს ჯოკოვიჩი.