უიმბლდონის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება დაიბევა. ეს შეჯიბრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 9-16 ნოემბერს ჩატარდება, 27 წლის სერბს კი შემაჯამებელი ტურნირი 2008, 2012 და 2013 წლებში მოუგია.
“მეტად გამახარა როგორც უიმბლდონის მოგებამ, ასევე კლასიფიკაციაში პირველ საფეხურზე დაბრუნებამ. რეიტინგსიას სათავეში პირველად სწორედ 2011-ში ჩავუდექი, როდესაც უიმბლდონზე ვიმარჯვე. მოუთმენლად დაველოდები ლონდონში დაბრუნების თარიღს და ყოველმხრივ შევეცდები, ტიტული დავიცვა. ბოლო 2 წელია ამ ტურნირზე კარგად გამოვდივარ და მსურს, ტრადიცია წლეულსაც განვაგრძო. ძალიან მომწონს ლონდონის О2 არენის კორტებზე თამაში”, - ჯოკოვიჩის ეს სიტყვები Tennis World-ს მოჰყავს.