ფეხბურთი

14:57 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოს სანტოსს წასვლა სურს

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი იანვარში იჯარით წასვლაზე ფიქრობს. მექსიკელის მიზანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრებაა.

“ჩემი მიზანი მუნდიალზე თამაშია და სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ბრაზილიაში ვერ მოვხვდები. ამიტომ, შუა სეზონში იჯარით წასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი სამომავლო გეგმები მაინც “ბარსელონას” უკავშირდება”, - უთხრა დოს სანტოსმა ერთ-ერთ კატალონიურ რადიოსადგურს.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, დოს სანტოსმა მინდორზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169665