ფეხბურთი

14:03 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "სამ დღეში ვარჯიშს დავიწყებ"

 

ლადო დვალიშვილს, ვარშავის "ლეგიაში" სამი მატჩი გაუცდა, მათ შორის, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლაციოსთან" შეხვედრაც. ლადომ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ ტრავმამ თითქმის გაუარა და შესაძლოა, პოლონეთის მომდევნო ტურის მატჩში ითამაშოს.

"კუნთის პრობლემა მქონდა, დაჭიმული იყო და ვერ ვვარჯიშობდი. სამ დღეში გუნდთან ერთად დავიწყებ ვარჯიშს. მოკლედ, საშიში არაფერია".

ამასობაში, "ლეგია" 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ჩემპიონატს. ლადოს კი 6 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. 5 ბურთი რამდენიმე მოთამაშეს აქვს, მათ კი ერთით უსწრებს ასევე "ლეგიას" ფეხბურთელი რადოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094276