ჭადრაკი

23:05 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მეექვსე-მეშვიდე ადგილები გაიყო

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2550) რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე გრან-პრის 11 ტურში მხოლოდ 5.5 ქულა მოაგროვა და ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან (2489) ერთად, მეექვსე-მეშვიდე ადგილები გაიყო.

დასკვნითი ტურის წინ ძაგნიძეს მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსიც კი ჰქონდა, თუმცა, თეთრი ფიგურებით ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2552) წააგო და მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ადგილები ასე გადანაწილდა:

1. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2618) – 8.5 ქულა; 2. ოლგა გირია (რუსეთი, 2450) – 7.0; 3. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) – 6.5; 4. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543) – 6.0; 5. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560) – 6.0; 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) – 5.5; 7. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2489) – 5.5; 8. ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2552) – 5.0. 9. ანა უშენინა (უკრაინა, 2501) – 5.0; 10. ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2321) – 4.0; 11. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2496) – 3.5; 12. ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2340) – 2.5.

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძემ ჟენევას ეტაპზე (შვეიცარია) III-IV ადგილები გაინაწილა, დილიჟანში (სომხეთი) – II-III, ხოლო ხანტი-მანსიისკში მხოლოდ 65 ქულა გამოიმუშავა.

ამჟამად, საერთო ჩათვლას ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 320 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე 290 ქულით ქართველი ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.

ცნობისთვის, თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.

გრან-პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი – 60 000 ევროს შეადგენს.

I ადგილი – 10 000 ევრო (120 ქულა+40 ბონუსი)

II – 8 250 (110+20)

III – 6 750 (100+10)

IV – 5 750 (90)

V – 5 000 (80)

VI – 4 500 (70)

VII – 4 250 (60)

VIII – 4 000 (50)

IX – 3 250 (40)

X – 3 000 (30)

XI – 2 750 (20)

XII – 2 500 (10)

ცნობისთვის, 2014 წელს დარჩენილ ორ გრან-პრის თბილისი (18 ივნისი-2 ივლისი) და მონღოლეთის ქალაქი ერდენეტი (24 აგვისტო-7 სექტემბერი) უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099704