ძიუდო

18:31 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოში ევროშემადგენლობა გამოიკვეთა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 25-28 აპრილს ბუდაპეშტში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანული ერთობლივი სანაკრებო წვრთნით აგრძელებს. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში 9 შეგირდი შეიყვანა და დიდი ალბათობით, ევროპირველობაზეც სწორედ მათ იახლებს. ახალი წესის თანახმად ევროტატამზე თითოეულ ნაკრებს ზუსტად 9 ძიუდოისტის გაყვანა შეუძლია.

გერმანულ წვრთნებში, რომელიც 10 აპრილს უნდა დასრულდეს, მონაწილეობას იღებენ: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

30-31 მარტს სამსუნში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე - “დიდ პრიზზე” - ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ რეხვიაშვილმა და ლორიაშვილმა იჭიდავეს. პირველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორე კი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

გერმანული შეკრებიდან დაბრუნებული ნაკრები ევროპირველობისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ეტაპს ბორჯომის ბაზაზე გაივლის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096064