ფეხბურთი

11:27 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელანო “ფლამენგოში” ითამაშებს

დონეცკის “შახტარისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი ელანო კარიერას “ფლამენგოში” განაგრძობს. ამის შესახებ Superesportes-ი იუწყება.

32 წლის ბრაზილიელმა გასული სეზონი “გრემიოში” ჩაატარა და 22 მატჩში 3 გოლი მიითვალა. როგორც გაირკვა, ელანო “გრემიოში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა და აღარც კლუბს სურდა მისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა.

ამგვარად, ელანომ “გრემიო” დატოვა და “ფლანეგოსთან” კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. 

 

თეგებიელანო
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.105365