ფეხბურთი

17:59 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა ჭანტურიას დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

 

რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” შეეცადა გამოეკვლია, თუ რატომ აქვს “ვიტესის” შემტევ გიორგი ჭანტურიას, ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაშის უფლება, რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაციის მიუხედავად.

რუსეთის პრემიელიგის 29-ე ტურში, ვლადიკავკაზის “ალანიასა” და მოსკოვის “დინამოს” მატჩის დროს, ჭანტურიამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელ კოკორინთან იჩხუბა. შედეგად, ამა წლის 22 მაისს, მან რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტისგან 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც სხვა ქვეყნის კლუბში გადასვლის შემთხვევაშიც ვრცელდება. გასთვალისწინებელია, რომ “ალანიას” “დისციპლინარების” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ცნობილია, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა, ფიფას ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის შესახებ შეატყობინა.  

ამის მიუხედავად, ჭანტურიამ სეზონის სტარტზე არნემელთა შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა. “სპორტ-ექსპრესს” ჰოლანდიის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციში აცნობეს, რომ მათ, ჭანტურიას თაობაზე, საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს. თავის მხრივ, ფიფამ ჰოლანდიელებს შეატყობინა, რომ ჭანტურიას დისკვალიფიკაციის შესახებ არავითარი მონაცემი არ აქვთ. ამიტომ, მას დროებით მოედანზე გასვლის ნება დართეს.

“სპორტ-ექსპრესი” თურმე ფიფასაც დაუკავშირდა შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გასაკეთებლად, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია.

ჰოლანდიურმა პრესამ, ჰოლანდიის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის კომენტარი გაავრცელა ჭანტურიას შესახებ:

“ჩვენ ვიცით ჭანტურიას დისკვალიფიკაციის შესახებ, მაგრამ აქამდე ვერაფერს ვაკეთებთ. ფიფას ამ საქმის თაობაზე მივმართეთ. წარმოდგენა არ გვაქვს, ყოველივემ ამდენი დრო რატომ წაიღო. ფიფა, ჩვენს მსგავსად, რუსულ მხარეზეა დამოკიდებული. ვიდრე ფიფასგან არაფერი ისმის, ჭანტურიას თამაშს ვერ ავუკრძალავთ”, – იუწყება vitesseinside.nl-ი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის, ჰანს ვან კასტელის სიტყვებს.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097597