ჭიდაობა

16:30 | 29.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტების ვინაობა გაირკვა

არმიის სპორტული კლუბის დარბაზში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე ფინალისტები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.  60 კილოგრამში ოქროს მედლისთვის გორელი გიორგი ბალიაშვილი და დავით ბერძნიშვილი იჭიდავებენ, 74 კილოგრამში ერთმანეთს საგარეჯოელი ზურაბ ერბოწონაშვილი და თბილისელი იაკობ მაქარაშვილი შეხვდებიან, 96 კილოგრამში კი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გორელი გიორგი გოგშელიძე და თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.094688