ჩოგბურთი

18:24 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგს მოუგო, ფრანგს შეხვდება

 მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში 27 წლის ფრანგის გაელ მონფისის 6:7 (4:7), 6:2, 6:4 დამარცხების შემდეგ გავიდა. 26 წლის სერბს ნახევარფინალში გასასვლელად 2 საათისა და 23 წუთის განმავლობაში მოუხდა კორტზე ასპარეზობა, “ნოლეს” მომდევნო მეტოქე კი კიდევ ერთი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება.

ჯოკოვიჩი მეცხრედ შეხვდა მონფისს და ნოვაკს გაელთან დაპირისპირებისას ჯერჯერობით მარცხის სიმწარე არ განუცდია. დღევანდელ მატჩში ბალკანელმა 5 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა. ნოვაკმა მიმდინარე სეზონში 60-ე მოგება იზეიმა. ჯოკოვიჩი 2007 წლიდან მოყოლებული ყოველ სეზონში მინიმუმ 60 მატჩში გამარჯვებას ახერხებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ შანხაის შეჯიბრების მერვედფინალში მონფისმა როჯერ ფედერერს სძლია.

ჯოკოვიჩის შემდეგ ოპონენტს რაც შეეხება, შანხაიში მეშვიდე ნომრად განთესილმა ცონგამ მეოთხედფინალში გერმანელ ფლორიან მაიერს 2 სეტით, იოლად 6:2, 6:3 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098712