ჭიდაობა

18:55 | 8.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

გაზიუმოვი დაშავდა, მაგრამ...

აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძლება შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილების შეტანა დასჭირდეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ხეთაგ გაზიუმოვმა (96 კგ) დასკვნით შეკრებაზე ტრავმა მიიღო, რომლის სიმძიმეც ბოლომდე დაზუსტებული არაა. აზერბაიჯანული სპორტული გამოცემები თავიანთი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ. ერთნი აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია და გაზიუმოვი თურქეთში მაინც იჭიდავებს, მეორენი კი აცხადებენ, რომ საბოლოო სიტყვა მედიკოსებმა ამ დღეებში უნდა თქვან.
შეგახსენებთ, გაზიუმოვი საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრის, გიორგი გოგშელიძის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია, თუმც თავად აზერბაიჯანელი ძირითად კონკურენტად რუს ჰაჯიმურატ გაცალოვს ასახელებს, ისევე როგორც, გაცალოვი გაზიუმოვს.

0.088001