ფეხბურთი

4:19 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა „ელჩე“ არ დაინდო

ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, „სოსიედადმა“ მოგება მოახერხა. სან სებასტიანელებმა უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლი „ელჩე“ გამოიჭირეს და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

შეხვედრის გმირად „სოსიედადის“ ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი იქცა, რომელმაც თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა. სან სებასტიანელების საუკეთესო ბომბარდირს ერთი გოლით მხარი კარლოს ველამ აუბა.

 

სოსიედადი-ელჩე 4:0 (2:0)

სან სებასტიანი, “ანოეტა” 10492

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო, მარტინესი, ანსოტეგი, მარტინესი, ანხელი, ბერგარა (გაზტანაგა 48), პარდო (როსი 77), ველა (სურუტუსა 58), პრიეტო, გრიზმანი, აგირეჩე.

მწვრთნელი: იაგობა არაზატე.

ელჩე (4-2-3-1): ტონიო, სუარესი, ბოტია, ლომბანი, ალბაკარი, პერესი (რივერა 75), სანჩესი, ხილი, კორო (ფიდელი 76), ნიგესი, დელ მორალი (ბოაკიე 65).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა.

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 გრიზმანი (12), 3:0 ველა (50), 4:0 გრიზმანი (74).

გაფრთხილებები: გაზტანაგა 90 - ბოტია 23, პერესი 71.

მსაჯი: იგნასიო იგლესიასი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7 (5)-18 (6), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-1, ჯარიმა: 9-8.

0.093553