საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ) ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშია. მალხაზ ზარქუა (60 კგ) კი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან წაგებით. თუ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ზარქუას ბრინჯაოს გზას გაუხსნის.
გუჩაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მოლდოველი ალექსანდრუ ჩირტოაკა იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს რუსი ჯამალ ოთარსულთანოვი და სომეხი მიჰრან ჯაბურიანი დაეჭიდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე