ჭიდაობა

18:13 | 6.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ფერსელიძე – კლასიკოსთა მე-6 ლიცენზიანტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 6-კაციანი გუნდით გაემგზავრება. მე-6 ლიცენზია ბეგი დარჩიას გუნდს დღეს გურამ ფერსელიძემ (120 კგ) მოუტანა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირის ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა და შესაბამისად, ოლიმპიური ნორმატივიც შეასრულა.
შეგახსენებთ, ფერსელაძემდე ლონდონის ლიცენზიები მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ), სოსო ჯაბიძემ (96 კგ) რევაზ ლაშხმა (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) გაინაღდეს. ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მონაწილე არ ეყოლება, 55 კილოგრამია.  
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.099289