ფეხბურთი

11:49 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰეგმომ ნორვეგიის ნაკრები ჩაიბარა

 

“ტრომსოსა” და “რუსენბორგის” ყოფილი მწვრთნელი პერ-მატიას ჰეგმო, ამიერიდან, ნორვეგიის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის.

Goal-ის ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტმა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თანამდებობაზე ეგილ ოსლენს შეცვლის.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ნორვეგიელები იოლ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 11 ქულით ე-4 ადგილზე არიან. ისინი შვეიცარიას, ისლანდიას და სლოვენიას ჩამორჩებიან, თუმცა დარჩენილ თამაშებში, სწორედ უშუალო კონკურენტებს ეთამაშებიან და გამარჯვებების შემთხვევაში, მე-2 ადგილს დაიკავებენ.

ჰეგმოს ნაკრებ გუნდებში აქამდეც უმუშავია. ჯერ ნორვეგიის ქალთა ნაკრებს ავარჯიშებდა, ხოლო მოგვიანებით, ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. 11 ოქტომბერს ნორვეგიის ნაკრები სლოვენიას, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება, სტუმრად ეთამაშება, ხოლო 15 ოქტომბერს ისლანდიას მასპინძლობს. ისლანდიას 13 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084663