ფეხბურთი

12:31 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი გაშმაგებულია

ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა, ევრო-2016-ში სტუმრად ჩეხეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ განაცხადა, რომ გაშმაგებულია.

“გაშმაგებული ვარ. ბოლო წამებზე მატჩის წაგების უფლება არ გვქონდა. თავისუფლად შეგვეძლო შეხვედრა 1:1 დაგვესრულებინა, მაგრამ სულელურად მეტოქეს გამარჯვება ვაჩუქეთ. დამატებით დროში გაშვებული გოლის გამო, გაბრაზებული ვარ.

ჩემთვის შექმნილი სიტუაცის გაანალიზება საკმაოდ ძნელია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე მემფის დეპაი იყო. ეს ნიშნავს, რომ ჰოლანდიის ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ აწმყო გვაღელვებს”, – განაცხადა ჰიდინკმა NOS-თან ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167276