ფეხბურთი

12:23 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკის უარი “ზენიტს”

სანკტ-პეტერბუგის “ზენიტიდან” ლუჩიანო სპალეტის დათხოვნის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება დაიწყო. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგელებმა ჰოლანდიელ სპეციალისტ გუს ჰიდინკს გუნდის სეზონის ბოლომდე გაწვრთნა შესთავაზეს.

ჰიდინკმა რუსების წინადადებას უარით უპასუხა, რადგან მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო, დასვენება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჰიდინკი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს და ევრო 2016-ისთვის მოამზადებს.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168339