ფეხბურთი

1:16 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ იკარდის დუბლმაც ვერ უშველა

მილანის „ინტერმა“ ქულები სერია A-ს ზედიზედ მე-4 თამაშში დაკარგა. არადა, აუტსაიდერთა შორის მყოფ „ბოლონიასთან“ გამართულ საშინაო მატჩში, ვალტერ მაცარის გუნდი 2-ჯერ იგებდა, ხოლო თამაშის მიწურულს მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს.

„ინტერის“ მხრიდან ორივე გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯერ ნაგატომოს ფლანგური ჩაწოდებით ისარგებლა, შემდეგ კი, თავი შორეული ლამაზი დარტყმით გამოიჩინა. იკარდის გოლებს ზუსტი დარტყმებით პაციენცამ და კონემ უპასუხეს.

84-ე წუთზე, „ინტერმა“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ დიეგო მილიტოს კურჩიმ აჯობა. შედეგად, მილანელთა წარუმატებელი სერია გაგრძელდა, ხოლო „ბოლონიამ“ ბოლო 3 მატჩში პირველი ქულა აიღო.

ქალაქ ვერონას დერბი 2001 წლის შემდეგ პირველად მოიგო „ვერონამ“, რომელიც „კიევოს“ სტუმრის სტატუსით დაუპირისპირდა. მანდორლინის გუნდს 3 ქულის ასაღებად ერთი გოლი ეყო, რომელიც, 65-ე წუთზე, ლუკა ტონიმ გაიტანა.

 

კიევო-ვერონა 0:1 (0:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 9500

კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, დრამე (სარდო 45+1), რიგონი, რადოვანოვიჩი, გუარენტე (პელისიე 75), ჰეტემაი, ობინა (ტერო 59), პალოსკი.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო (სალა 84), დონადელი, ჰალფრედსონი (დონატი 84), მარკინიო (მარკესი 78), ტონი, იტურბე.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლი: 0:1 ტონი (65).

გაფრთხილებები: ჰეტემაი 36, ფრე 81 - მარკინიო 9, დონადელი 28.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 18 (6)-13 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 12-15.

 

ინტერი-ბოლონია 2:2 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, როლანდუ, რანოკია, ჟუანი (სამუელი 29), დ’ამბროზიო (კოვაჩიჩი 53), ალვარესი, ერნანესი, ნაგატომო, კამბიასო (მილიტო 79), პალასიო, იკარდი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

ბოლონია (3-2-3-1-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, მანტოვანი, კრინი (აკვაფრესკა 71), პაციენცა, გარიკსი, ხრისტოდულოპულოსი, ჩეხი (მორლეო 60), კონე (პერესი 89), კრისტალდო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 იკარდი (6), 1:1 პაციენცა (35), 2:1 იკარდი (63), 2:2 კონე (73).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მილიტო 84.

გაფრთხილებები: რანოკია 81 - მანტოვანი 39, კონე 84.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 16 (5)-12 (8), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-3, ჯარიმა: 15-14.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.138027