ჭიდაობა

18:52 | 22.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მხეიძე ბრინჯაოს შეუტევს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. ოქრო თემურ ბენდიანიშვილის შეგირდებმა უკვე მოიპოვეს – გუშინ ომარ გურჯიძე (69 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. დღეს კი ირაკლი მხეიძე (46 კგ) რეპეშაჟის ფინალში გავიდა და სამეულში შესასვლელად ირანელ საბერ მუჰამედ შაჰრესტანს დაუპირისპირდება.
დღესვე საქმეში ლევან მურცხვალაძე (54 კგ), ტარზან მაისურაძე (63 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) და ბექა კახეთელიძე (100 კგ) ჩაერთნენ და შეჯიბრს წინასწარი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.170222