ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, შესაძლოა, მოედანზე მომავალ წლამდე ვერ გავიდეს.
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში “ევერტონთან” მატჩში (2:2) მიღებული ტრავმა წინასწარ ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგ ფეხბურთელს კოჭის მყესები დაეჭიმა. თუმცა, ახლა ექიმები ეჭვობენ, რომ ჟირუს მოტეხილობა აქვს. დიდი ალბათობით, ის თამაშს მომავალ წელს განაახლებს.