"ესპანიოლის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მეკარე კიკო კასილიამ და ცენტრალურმა ნახევარმცველმა ვიქტორ სანჩესმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარეს "ესპანიოლის" ღირსება 93 მატჩში დაუცავს და 121 გოლი გაუშვია.
რაც შეეხება 27 წლის სანჩესს, იგი "ესპანიოლის" ღირსებას 2012 წლის იანვრიდან იცავს. მას შემდეგ ჩატარებულ 83 შეხვედრაში ესპანელმა 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე