ჭიდაობა

19:14 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კახა გეწაძე ხულიგნობისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს. მის წინააღმდეგ იმერეთის საოლქო პროკურატურას საქმე სამი მუხლით აქვს აღძრული. მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით.
გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზეა დაკავებული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მოხდა და რომლის გამოც ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე რაიონს თითქმის აღარ სტუმრობდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ზესტაფონის საკრებულომ ის რაიონის გამგებლად აირჩია.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.098501