კალათბურთი

23:08 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტის ანტირეკორდი

"ლეიკერსის" უდავო ლიდერმა კობი ბრაიანტმა პირადი ანტირეკორდი დაამყარა. პირველად თავის კარიერაში შავმა მამბამ როდესაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეხვედრა 4 ქულით დაასრულა. "ფინიქსთან" დაპირისპირებაში "შავმა მამბამ" პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის გამავლობაში თამაშიდან 8 ტყორცნა განახორციელა და მხოლოდ ერთი გამოიყენა წარმატებით.

მიუხედავად ბრაიანტის ასეთი სუსტი თამაშისა, "ლეიკერსმა" მაინც შეძლო ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება  91:85.

 

გიორგი ბარბაქაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096441