კალათბურთი

12:29 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობი რეგულარული ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვერსკვლავმა კობი ბრაიანტმა ESPN Radio-ის კორესპონდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ საკალათბურთო პარკეტს ნოემბრის მიწურულს-დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება. შეგახსენებთ, აპრილში კობიმ აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა, ამგვარი მანიპულაციის შემდეგ აღდგენით პროცესს 6-9 თვე სჭირდება.

ჟურნალისტთან საუბრისას ბრაიანტმა კალიფორნიელთა გუნდის მეფარე დუაიტ ჰოვარდზეც გამოხატა პირადი პოზიცია. კობის აზრით, კლუბმა ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ ჰოვარდს „შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის“ სტატუსი მიენიჭოს. „დუაიტის დონის მოთამაშეები იშვითობას წარმოადგენენ. როდესაც გუნდში ამგვარი დონის ტალანტი გყავს, მის შესანარჩუნებლად არაფერი უნდა დაიშურო. ჰოვარდს ორიოდე კვირის წინ ვესაუბრე და მისი ამბებით დავინტერესდი. მას შემდეგ მოყოლებული სატელეფონო კონტაქტი არ გვქონია. ჰოვარდმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, დუაიტი რამდენიმე კლუბის მოთამაშეებს შეეხმიანება და მათთან ბევრ საკითხს გაარკვევს. სწორედ ამის შემდეგ ვგეგმავ დუაიტთან გასაუბრებას“, - ამბობს 34 წლის ბრაიანტი, რომელიც მომავალ სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 30 მილიო დოლარს მიიღებს.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160181