ჭიდაობა

22:40 | 11.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კუციამ ბრინჯაოს წერტილი დასვა

მინსკში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. დღეს მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის, დარჩენილ სამ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს სახელით, საქმეში ლევან ქოჩიევი (62 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) ჩაერთვნენ და კუციამ მედალიც მოიპოვა – ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, ბელარუსულ მსოფლიოს პირველობაზე ქართულმა დელეგაციამ 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) გახდა. ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდნენ.
მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.159492