60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრთან, ივან კუილაკოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ მისი მომგები ძირითად ბადეში კიდევ ერთ მეტოქეს ჩამოიცილებს და ფინალში გავა.
ქართულ-რუსული მეოთხედფინალი სამი პერიოდი გაგრძელდა. პირველში ლაშხმა 3:1 იმარჯვა. მეორე-მესამე კი 0:1 და 0:3 წააგო.