საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრების წევრი ქუეჯაუ ნჰაბალი შებოჭა და ბრინჯაოს მედალს ერთი გამარჯვება აშორებს. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი უზბეკ შერალი ჟურაევს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ოქრო-ვერცხლის შანსი ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში დაკარგა, უნგრელ კრისტიან ტოთთან წაგებით. იქამდე კი ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი და ლიტველი კაროლის ბაუზა იპონ-იპონ ჩამოიცილა.