ძიუდო

13:04 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადაერთო

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.

90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერი უნგრელ კრისტიან ტოთთან ერთი გაფრთხილებით დამარცხდა. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” კი უკრაინის ნაკრების წევრ ქუეჯაუ ნჰაბალის დაუპირისპირდება.

ტოთთან შეხვედრამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ორი მეტოქე ჩამოიშორა. ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკს 53 წამში სუფთა გდებით აჯობა, ლიტველი კაროლის ბაუზა კი მესამე წუთზე შებოჭა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

0.168443