ცნობილი ქართველი კალათბურთელების, მიუნხენის (გერმანია) 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ მიხეილ ქორქია – ზურაბ საკანდელიძის მემორიალში მონაწილეობას მანამ არ ვაპირებთ, სანამ აღნიშნულ მემორიალს მათი მშობლიური ქალაქი ქუთაისი არ უმასპინძლებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.
“ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2006 წლიდან ტარდება, რომელიც 2013 წლის ბოლოს მე-9 გაიმართება. აღნიშნულ ტურნირს, თბილისის გარდა რუსთავმა რამდენჯერმე უმასპინძლა. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ქუთაისს ეს პატივი ჯერ არ ეღირსა და ამიტომ არ ვაპირებთ ამ ტურნირში მონაწილეობას, სანამ ქორქია-საკანდელიძის მემორიალს ქუთაისი არ უმასპინძლებს” – გვითხრა კოხრეიძემ.