ფეხბურთი

19:40 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს როზენბერგი თავისუფალი აგენტი გახდა

31 წლის დანიელმა თავდამსხმელმა, მარკუს როზენბერგმა “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” დატოვა და ახლა ის თავისუფალი აგენტია.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

მარკუს როზენბერგი “ვესტ ბრომვიჩში” 2012 წელს, “ვერდერიდან” გადავიდა. პირველ სეზონში, მან პრემიერლიგაში 23 თამაში ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 5 სასტარტო შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონში, როზენბერგი მოედანზე 4-ჯერ გამოჩნდა, აქედან 3-ჯერ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

0.165137