საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო.
ევროპის ქართველმა ჩემპიონმა რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტს ორ პერიოდში მოუგო (1:0 6:0) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ევროპის 2-გზის ჩემპიონ ანზორ ურიშევსა (რუსეთი) და პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ მურად გაიდაროვს (ბელარუსი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.