ჭიდაობა

11:37 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მეათე დასრულდა, მეთერთმეტეზე ფიქრობენ

როგორც ვიტყობინებოდით, ქუთაისის სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მე-10 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, რომელშიც უმცროსი ასაკის (15 წლამდე) 200-მდე ჭაბუკმა იასპარეზა. ქართველ მოჭიდავეებთან ერთად ტურნირში თურქული რიზესა და სომხური გიუმრის სპორტული სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
წონითი კატეგორიების მიხედვით ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:
23 კგ. რევაზ კუხალაშვილი, გიორგი სირაძე, გიორგი რაზმაძე, თორნიკე ჩხიკვაძე (ოთხივე - საქართველო);
26 კგ. აკოფ აბრამიანი (სომხეთი), თორნიკე სოლომონიძე, ზურაბ მელაძე, რომეო ბერიძე (სამივე - საქართველო);
29 კგ. გივი ლოლაძე, ვალერი კობახიძე, გოირგი ჩხეიძე, იური თუთარაშვილი (ოთხივე - საქართველო);
32 კგ. გიორგი ჩხიკვაძე, გიორგი კოპალიანი, ირაკლი სანიკიძე, გიორგი ნიშნიანიძე (ოთხივე - საქართველო);
35 კგ. ოთარ აბულაძე, თორნიკე ჩუბინიძე, მამუკა დემეტრაძე, რაჟდენ სულაძე (ოთხივე - საქართველო);
38 კგ. თემურ გოგია, ირაკლი აბულაძე, ზურაბ თავართქილაძე, აკაკი კეკენაძე (ოთხივე - საქართველო);
42 კგ. თორნიკე მელაძე, ჯამბულ ხარაბაძე, შალვა გუმბარიძე, გიორგი მეიშვილი (ოთხივე - საქართველო);
47 კგ. საბა ბაბილუა, თემურ ირემაძე, ნუკრი შეყილაძე (სამივე - საქართველო), ჯავუზ ალბასი (თურქეთი);
53 კგ. გრიგორ სირაკანიანი (სომხეთი), დავით ირემაძე , თორნიკე ჯანელიძე (ორივე - საქართველო), ბაჰთიარ ჰიზალი (თურქეთი);
59 კგ. გურამ ხეცურიანი, ლადო შავაძე, ლაშა ჭოლაძე (სამივე - საქართველო), არმენ ბაღდასარიანი (სომხეთი);
66 კგ. რამაზ კვეტენაძე, ალექსანდრე გუმბერიძე, რაულ ჩიბურდანიძე, ლევან გოგუა (ოთხივე - საქართველო);
73 კგ. დავით გოგიძე, გიორგი შავაძე, ვახტანგ ხუჯაძე (სამივე - საქართველო), აიდინ სალიჰი (თურქეთი);
85 კგ. ირაკლი მემანიშვილი, ზვიად ფუტკარაძე, ბექა მაკარიძე, გიორგი ბუხაიძე (ოთხივე - საქართველო);
100 კგ. ზვიად პატარიძე (საქართველო), ქემალ ქავრაქი (თურქეთი), გურამ ტორაძე, რევაზ ბაკურაძე (ორივე - საქართველო);
120 კგ. ოთარ ლოლაძე, გურამ კეთილაძე, გიორგი ხოშტარია, გიორგი ირემაძე (ოთხივე - საქართველო).
არტურ პეტროსიანი (გიუმრის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სკოლის უფროსი მწვრთნელი): “თეიმურაზ აფხაზავა ძალიან დიდი მოჭიდავე იყო და მისი სახელობის ტურნირებში სიამოვნებით ვმონაწილეობთ. ქუთაისში მეოთხედ ჩამოვედით, ამჯერად 17 ჭაბუკი ჩამოვიყვანეთ. ორი გამარჯვებული და ერთი პრიზიორი გვყავს. უკეთეს შედეგს ვგეგმავდით, მაგრამ მძაფრი კონკურენციის პირობებში მიღწეულითაც კმაყოფილნი ვართ. ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. იმედი მაქვს, მომავალშიც ჩამოვალთ. ამასთან, გიუმრიშიც ვეპატიჟებით ქუთაისელ მოჭიდავეებს”.
ფაჰრი გიუზელი (რიზეს ჭიდაობის სკოლის მწვრთნელი): “პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ტურნირზე მოწვევისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის. შეჯიბრების სპორტულ მხარეს რაც შეეხება, ჭაბუკმა მოჭიდავეებმა კარგი მომზადება გამოამჟღავნეს, გარკვეული გამოცდილებაც შეიძინეს. მოხარულები ვიქნებით, თუკი თურქ და ქართველ ახალგაზრდა ფალავნებს შორის კონტაქტები გაღრმავდება”.
გელა ჯანელიძე (აჭარის ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი): “ტურნირი ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩატარდა, ახალგაზრდებისთვის ეს კარგი სკოლა იყო. ბევრი პერსპექტიული მოჭიდავე წარმოჩნდა. ყველას ვუსურვებ, რომ ისეთი სპორტსმენები გამხდარიყვნენ, როგორც თეიმურაზ აფხაზავა გახლდათ”.
თეიმურაზ აფხაზავა: “ყველას მადლობას ვუხდი, ვინც დამაფასა ტურნირში მონაწილეობით და სტუმრობით. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. მომავლისთვის მეტი უცხოური დელეგაციის მოწვევას ვაპირებთ, ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი გახდება”.
 

 

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

 

0.121334