ფეხბურთი

15:37 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ბალოტელის დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებს

 

იტალიური “მილანი” მარიო ბალოტელის დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება “როსონერის” ოფიციალურ საიტზე გაკეთდა.

მოგეხსენებათ, “ნაპოლისთან” მატჩში მსაჯთან კამათის გამო, იტალიური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა თავდამსხმელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. ამრიგად, ბალოტელი თავის გუნდს “ბოლონიასთან”, “სამპდორიასთან” და “იუვენტუსთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” “მილანს” 2:1 სძლია. “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 მარცხი იწვნია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093046