ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან" დაპირისპირებამდე განაცხადა, რომ იგი ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობს და არა ტურნირის მოგებაზე.
"ამ ეტაპზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიოთ. ძალიან ცუდი იქნება თუ ევროპის ლიგაზე გავაგრძელებთ ასპარეზობას.
მინდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგება? რა თქმა უნდა, კი. ეს ტურნირი ჩემი ისტორიის ნაწილია და მე ჩემპიონთა ლიგის ისტორიის ნაწილი ვარ. ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთიდაიგივეა: მოვიგო ყველა მატჩი. ამას ვაკეთებ არა ჩემთვის, არამედ კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის," _ განაცხადა მოურინიომ.
გიორგი ბალახაძე