მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში 17 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელი პეპ გვარდიოლაა (15 მილიონი), ხოლო მესამეზე – “გალათასარაის” მწვრთნელი რობერტო მანჩინი (14 მილიონი).
განვლილი კალენდარული წლის მიხედვით მსოფლიოს მაღალანაზღაურებად საფეხბურთო სპეციალისტების ოცეული ასე გამოიყურება.
1. ჟოზე მოურინიო – 17 მილიონი ევრო
2. პეპ გვარდიოლა – 15 მილიონი
3. რობერტო მანჩინი – 14 მილიონი
4. კარლო ანჩელოტი – 13,5 მილიონი
5. ფაბიო კაპელო – 12 მილიონი
6. მარჩელო ლიპი – 11,5 მილიონი
7. არსენ ვენგერი – 9,6 მილიონი
8. რობერტო დი მატეო – 8,2 მილიონი
9. ანდრე ვილაშ-ბოაში – 6,9 მილიონი
10. რაფაელ ბენიტესი – 6,8 მილიონი
11. ლუჩანო სპალეტი – 6,5 მილიონი
11. იურგენ კლოპი – 6,5 მილიონი
13. დევიდ მოიესი – 6,4 მილიონი
13. მანუელ პელეგრინი – 6,4 მილიონი
15. ვალტერ მაცარი – 6,1 მილიონი
16. ხერარდო მარტინო – 5,4 მილიონი
16. ანტონიო კონტე – 5,4 მილიონი
18. კლაუდიო რანიერი – 5,2 მილიონი
19. ლორან ბლანი – 4,2 მილიონი
20. ჟორჟე ჟეზუში – 4 მილიონი