ჭიდაობა

16:35 | 18.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ევროპირველობის ფინალში

საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებს გენადი ჩირგაძესა (52 კგ) და ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას თითო გამარჯვებაღა აშორებთ. მოსკოვში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე მედლები მამაკაცთა სამ წონით კატეგორიაში თამაშდება და ორის ფინალში ქართველები გავიდნენ.
ჩირგაძე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუს ალბერტ მონგუშს დაუპირისპირდება. ნახუცრიშვილის მეტოქე კი ბელარუსი ალექსანდრ კოკშა იქნება.
დღესვე რუსულ ხალიჩაზე დავით კარბელაშვილი (90 კგ) და ქალთა ნაკრების წევრი ნინო ოძელაშვილიც (72 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.090575