თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ჩინეთის ქალაქ ტაიუანში დღეს დაწყებულ სალიცენზიო ტურნირზე პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ფინალში გავიდა და საქართველოს ნაკრების სალონდონო განაცხადი ბოლომდე შეავსო. შეგახსენებთ, ტაიუანში ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე იღებს.
ფინალის გზაზე თუშიშვილმა გერმანელი სამეტ დელგერი, სამხრეთკორეელი დაი-სუნგ კიმი, თურქი გორ იაკუპი და ჩრდილოკორეელი ჩუნ სონგ იანგი ჩამოიცილა. ბოლოს კი ინდოელ სუშილ კუმართან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
4-6 მაისს სალიცენზიო ტურნირს ჰელსინკმა უნდა უმასპინძლობს, მაგრამ ზაზა თურმანიძის შეგირდებისთვის წინასაოლიმპიადო მარათონი დღეს, ჩინეთში დაგვირგვინდა.
ოთარ მაღლაკელიძე