საქართველოს 2013 წლის ფალავანი და “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მფლობელი ქარელელი პაატა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ხაშურელი გიორგი ნოზაძე დამატებით დროში დაამარცხა. მესამე ადგილი კი ბექა ღვინიაშვილმა დაიკავა.
ფალავნობამდე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ და უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლაც სწორედ ამ წონების ოთხ-ოთხმა საუკეთესო მოჭიდავემ გააგრძელა.