ჭიდაობა

13:49 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილმაც გამარჯვებით დაიწყო

 

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მაკედონიელი ბობან დანოვი უპრობლემოდ ჩამოიშორა. პირველ პერიოდში ხალიჩის გარეთ გაყვანილი ქულით აჯობა, მეორეში კი 4 ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთი ქულაც არ დაუკარგავს.

მეოთხედფინალში პეტრიაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედგაჯი ნურასულოვი იქნება.

0.091877