კალათბურთი

16:22 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტაიმი ლეგიონერთა სრული უპირატესობით მიმდინარეობს

დასრულდა პირველი ტაიმი “ყველა ვარსკვლავის” მატჩის. შეხვედრა დაიწყო ადგილობრივების უპირატესობით - 7:0, შემდეგ კი ტაბლოზე 10:2 დაფიქსირდა ქართველთა სასარგევლოდ. თუმცა ნეით ბოუის და ბენჯამინ რეიმონდმის კარგი თამაშის წყალობით ლეგიონერებმა მალე გამოასწორეს თამაში და წინ გასვლაც მოახერხეს. ორივეგ მოთამაშეები ცდილობენ ლამაზი თამაშით თავი მოაწონონ ადგილობრივ ქომაგებს. ადგილობრივების მხრიდან უნდა გამოვყოთ გიორგი ბარბაქაძის თამაში (16 ქულა), ხოლო ლეგიონერების მხრიდან ყველაზე კარგად თამაშობენ ბოუი და ლამარ კარიმი. ყველაზე შედეგიანი არის რეიმონდი (15 ქულა). პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 71:44 ლეგიონერთა სასარგებლოდ.

დასრულდა პირველი ეტაპი სამქულიანების კონკურსშიც. ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს ბუბა კვიმსაძემ, გიორგი ბარბაქაძემ და კოკა ტომარაძემ.

 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097394