კალათბურთი

23:07 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩი წლის საუკეთესო მწვრთნელია

 

სან ანტონიო სპურზის” თავკაცი გრეგ პოპოვიჩი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლიგის ვებ-გვერდი ავრცელებს.

65 წლის სპეციალისტმა 124 ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტისგან 380 ქულა მიიღო, აქედან – 59 პირველი ადგილი, 23 – მეორე და 16 – მესამე. მე-2 პოზიცია “ფინიქს სანზის” მწვრთნელ ჯეფ ჰორნაჩეკს (339, 37, 44, 22) ერგო, მესამეზე კი “ჩიკაგო ბულსის” დამრიგებელი ტომ ტიბოდო (159, 12, 22, 33) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პოპოვიჩმა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მესამედ მოიპოვა (აქამდე 2002-03 და 2011-12 წლებში) და ამ მხრივ ლიდერებს – დონ ნელსონს და პეტ რაილის გაუტოლდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09764