ფეხბურთი

0:59 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ქულები ისევ დაკარგა

საფრანგეთის ლიგა ერთში უკვე მე-5 ტურის მატჩები გაიმართა და მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ 2 თამაშის მოგება ჯერ ვერ მოახერხა. მე-4 ტურში „სენტ ეტიენის“ განადგურების შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ ქულები „რენთან“ გამართულ გასვლით შეხვედრაში დაკარგა.

მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2 კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ანგარიში სტუმართა მცველმა, ზუმარა კამარამ გახსნა. ეს 43-ე წუთზე მოხდა.

55-ე წუთზე, ფილიპ მონტანიემ მოედანზე პოლ ნ’ტეპი შეუშვა. ამ ცვლილებამ 34 წამში გაამართლა. 22 წლის თავდამსხმელმა დუკურეს მისამართით გადაცემა გააკეთა და მართალია თანაგუნდელმა დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ ბურთი კარში მაინც შეგორდა.

პსჟ-ს გარდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც სტუმრად გოლის გატანა მოახერხა, „ლანსია“. რენში გამართული შეხვედრის მსგავსად, „ბასტიასა“ და „ლანსის“ შეხვედრაშიც ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, ხოლო მე-2 ნახევრის დაწყებიდან მალევე ქულების გამყოფი გოლი გავიდა.

წინა ტურში შერცხვენის შემდეგ, კვლავ მოიგო „სენტ ეტიენმა“. „მწვანეები“, „კანის“ ძლევის შემდეგ, გათამაშებას „ბორდოსთან“ ერთად ლიდერობენ.

 

რენი-პსჟ 1:1 (0:1)

რენი, “რუტ დე ლორიანი

რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, მექსე, არმანი, მ’ბენგი, ფერნანდესი, პაჟო (კონდრასენი 86), პედრო ენრიკე (ნ’ტეპი 55), დუკურე, პრჩიჩი (მორეირეა 78), ტოივონენი.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, კამარა, მარკინიოსი, მაქსველი, ვერატი, მოტა (მატუიდი 73), პასტორე (კაბაიე 83), ლუკასი (ლავესი 72), იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 0:1 კამარა (43), 1:1 ნ’ტეპი (55).

გაფრთხილებები: მ’ბენგი 77 - ვერატი 76.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 5 (2)-12 (7), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-1, ჯარიმა: 13-10.

 

ბასტია-ლანსი 1:1 (0:1)

ფურიანი, “არმან სეზარი

ბასტია (4-2-3-1): არეოლა, პეიბერნე, სკილაჩი, რომარიკი, პალმიერი, ბა, ჟილე, მაბულუ (როდრიგესი 80), ბუდებუზი, აიტე (ონიენდა 61), ტალო (მოკულუ 69).

მწვრთნელი: კლოდ მაკელელე.

ლანსი (4-3-3): რიუ, გბამინი, ლანდრი, კანტარი, ბაალი, სიპრიენი, ლემუანი, ელ ჟადეუი, შავარია (ტუზგარი 86), ნომენიანაჰარი (ვალდივია 69), კულიბალი (კავარი 88).

მწვრთნელი: ანტუან კომბუარე.

გოლები: 0:1 შავარია (41), 1:1 ჟილე (54).

გაფრთხილებები: ჟილე 46 - ელ ჟადეუი 70, ლემუანი 76.

მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 10 (4)-4 (2), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 10-8.

 

მონპელიე-ლორიანი 1:0 (1:0)

მონპელიე, “ლა მოსონი

მონპელიე (4-4-2): ჟურდრენი, დეპლანი, ელ კაუტარი, ილტონი, ტიენე, სანსონი, საიჰი (კამარა 63), მარტინი, მუნიე (მონტანიო 80), ბერიგო, ბარიოსი (ლასნე 70).

მწვრთნელი: როლან კურბისი.

ლორიანი (4-4-2): ლეკომტი, გასამა, კონე, ლოტოა, ლე გოფი (პელე 68), სუნუ (ლავინი 62), კუტადო (დიალო 72), აბდულა, გერეირო, ჟანო, ჯ. აიუ.

მწვრთნელი: სილვენ რიპოლი.

გოლი: 1:0 კონე (44, ს.კ.).

გაფრთხილებები: მარტინი 77 - ლოტოა 35, აბდულა 79.

მსაჯი: ფრედი ფოტრელი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (1)-12 (5), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-0, ჯარიმა: 12-15.

 

ნიცა-მეცი 1:0 (0:0)

ნიცა, “ალიანს რივიერა

ნიცა (3-4-1-2): ჰასენი, ჟენევუა, ბოდმე, დიავარა, პუელი (ეისერიკი 63), მარკესი (ბოზეტი 74), ჰულტი, ამავი, მენდი, პლეა (ბოტეკი 63), სვიტანიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

მეცი (4-3-3): კარასო (ობერჰაუზერი 58), მეტენირი, მილანი, შოპლინი, ბუსმანი, სარი (ანდრადა 54), ნ’დავი, კრივეცი (ნ’დოიე 67), ნ’გბაკოტო, მაიგა, ლეჟონი.

მწვრთნელი: ალბერ კარტიე.

გოლი: 1:0 ბოზეტი (90+5).

გაფრთხილებები: ჰულტი 82 - ლეჟონი 16, მაიგა 69.

მსაჯი: ტონი შაპრონი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 9 (2)-13 (2), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 9-23.

 

რეიმსი-ტულუზა 2:0 (1:0)

რეიმსი, “ოგუსტ დელონ II

რეიმსი (4-4-2): პლასიდე, მანდი, კონტი, რობერჟი (ტაკალფრედი 66), მავინგა, ფორტე, ბურილონი, დევო, დიეგო, ნ’გოგი (კურტე 61), შაბრონიე (ალბაეკი 73).

მწვრთნელი: ჟან ვასო.

ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, ვესკოვაცი, გრიგორი, მუბანჯე, ნინკოვი (აკპა აკპრო 72), დუმბია, ტრეხო (რეგატინი 65), სილა (სირეიქსი 86), დიდო, ბენ იედერი, პეშიჩი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 1:0 ნ’გოგი (13), 2:0 კურტე (87).

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 8 (4)-15 (2), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 17-15.

 

სენტ ეტიენი-კანი 1:0 (0:0)

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი

სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, თეოფილე-კათერინი, პოგბა, სალი, ტაბანუ (ბრიზონი 87), ლემუანუ, კლემენი, ამუმა (მოლო 61), კონე (კოადე 78), მონე-პაკე, ერდინგი.

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

კანი (4-3-3): ვერკუტრი, კალვე,  და სილვა, პიერი, აპია, სეუბე (ლემარი 76), ადეოტი, რასპენტინო (ნანგისი 75), ფერე, კოიტა (დუამელი 62), ბაზილე.

მწვრთნელი: პატრის გარანდი.

გოლი: 1:0 პერესი (74, ს.კ.).

გაფრთხილებები: რასპენტინო 27, სეუბე 60.

მსაჯი: სებასტიან მორეირა.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9 (3)-2 (0), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-2, ჯარიმა: 8-12.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085878